კვების წარმოების ოპერატორი (ხარისხი და HACCP)
GULIANI ქართული პრემიუმ ბრენდია: ვამზადებთ ნატურალურ თხილის პასტებსა და მოხალულ თხილს წყალტუბოში. ვიზრდებით და ვეძებთ პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდება და წარმოების განვითარებაში აქტიურ როლს შეასრულებს.
რას გააკეთებთ
- თხილის პასტების წარმოების პროცესში მონაწილეობა
- მოხალული თხილის დაფასოება, პროდუქციის ეტიკეტირება და შეფუთვა
- ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოწესრიგება
- დანადგარებისა და ინვენტარის რეცხვა, სანიტარიული ნორმების დაცვა
- HACCP სტანდარტების დანერგვა და ყოველდღიური შესრულება
- საწარმოო ჩანაწერების წარმოება და პროდუქციის ხარისხის კონტროლი
ვის ვეძებთ
- სასურველია კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება
- HACCP-ის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკა — მნიშვნელოვანი უპირატესობა
- პასუხისმგებლობა, სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული, ყურადღება დეტალებზე
- სწავლისა და პროფესიული ზრდის სურვილი
- ფიზიკური სამუშაოსთვის მზადყოფნა
რას ვთავაზობთ
- ანაზღაურება სამუშაო დატვირთვისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად; კომპანიის ზრდასთან ერთად იზრდება დატვირთვაც და ანაზღაურებაც
- სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა
- პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობა
- პერსპექტივა გახდეთ წარმოების მთავარი ოპერატორი, მომავალში — წარმოების ხელმძღვანელი